17 სექტემბერი 2024,   22:05
ვრცლად
სამმა ახალგაზრდა პროფესიონალმა იურისტმა, თავზე გადაახია სარჩელი იმ ხალხს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში შეიკრიბნენ - მამუკა მდინარაძე

"თავზე გადაახია სამმა პროფესიონალმა, ძალიან მაგარმა იურისტმა თავის სარჩელი" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერში" განაცხადა, რითაც "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის" კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს გამოეხმაურა.

მდინარაძის თქმით, მომჩივნებმა ერთ-ერთ პუნქტთან მიმართებით საჩივარი უკან გაიწვიეს.

"სამმა ახალგაზრდა პროფესიონალმა იურისტმა, პარლამენტის იურიდიული აპარატის თანამშრომლებმა, თავზე გადაახია სარჩელი, იმ ხალხს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში შეიკრიბნენ - NGO სექტორის წარმომადგენლები, "ნაც მოძრაობა", ე.წ. პრეზიდენტი, ესენი ყველანი ერთად შეიკრიბნენ, თავზე გადაახია სამმა პროფესიონალმა, ძალიან მაგარმა იურისტმა, თავის სარჩელი.

ისეთი უქნეს, რომ ერთ-ერთ პუნქტთან მიმართებით სარჩელი უკან გააწვევინეს - ვაიმე, ამაზე კიდევ რამე საოცრება არ დაგვმართონო. ამ ხალხიდან აღმოჩნდნენ NGO სექტორის ისეთი წარმომადგენლებიც, რომლებსაც საქართველოსვე აქეთ ჰქონდათ საჩივრები - კასეტური ბომბებით დაბომბა ცხინვალიო. ეს ხალხი ახლა გველაპარაკება ომზე და ამისთვის, თურმე, არავინ უნდა გასამართლდეს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები