17 სექტემბერი 2024,   22:10
ვრცლად
26 ოქტომბერს ჩვენ უნდა გავაფორმოთ ხელშეკრულება ხალხთან მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გვინდა თუ არა ევროპისკენ სწრაფვა, თუ გვინდა, ომის, ფიზიკური განადგურების, ლგბტ პროპაგანდის თავს მოხვევის ხარჯზე - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" სჭირდება ლეგიტიმაცია, რომ ქართველ ხალხს ევროპისკენ სწრაფვა მხოლოდ მშვიდობითა და კეთილდღეობით სურს.

"დიახ, დღეს აქვს საქართველოს იმისი ძალა, რომ ლეგიტიმაცია მოიპოვოს ხალხისგან. ჩვენ ხალხს ვეუბნებით - იცით, რაშია საქმე, ახლა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, 26 ოქტომბერს ჩვენ უნდა გავაფორმოთ ხელშეკრულება ხალხთან, მხოლოდ მშვიდობით გვინდა თუ არა ევროპისკენ სწრაფვა, მხოლოდ ღირსებით და არა ცალ ფეხზე დგომით, მხოლოდ კეთილდღეობით გვინდა თუ არა; - თუ ეს ყველაფერი გვინდა ომის, ფიზიკური განადგურების, ლგბტ პროპაგანდის თავს მოხვევის, ამ ყველაფრის ხარჯზე?! თან, ესეც ცალკე ტყუილია. ჩვენს მომხრეებთანაც კი მქონია კამათი, საკმაოდ სერიოზულ ხალხთან, რომლებიც პოლიტიკურ პროცესში ჩართულები არიან, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ჩვენ რომ ომში შევიდეთ, ევროკავშირში [შევალთ]. ესეც არ იქნება. ჩვენ რომ კეთილდღეობაზე უარი ვთქვათ, ევროკავშირში გავწევრიანდებით ამითო.

ჯერ, ეს დათქმა რამხელა ცოდვაა საკუთარი სამშობლოს წინაშე. ისინი ამბობენო, ახლა ომში რომ ვყოფილიყავით, შეიძლება მოლაპარაკება გვქონოდა გახსნილიო. ან გვექნებოდა, ან არა ეს ერთი.

ახლა დაჩქარდა მოვლენები, სიტუაცია და ყოველდღიურად უნდა ვიყოთ მზად, რომ შეიქმნას ვითარება, როცა ჩვენ მშვიდობით, შერიგებით და ურთიერთპატიებით, ჩვენს აფხაზ და ოს და ძმებს უნდა ვუთხრათ, რომ უნდა ვიცხოვროთ ერთად, ერთ ქვეყანაში და უნდა შევრიგდეთ. ამისათვის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის უნდა ვიყოთ მზად. მეორე - ჩვენ მივიღებთ კანონს, ახლა, 17-ში დასრულდება კანონის მიღება, სადაც ლგბტ პროპაგანდა, მთელი თავისი წახნაგებით აიკრძალება.

ჩვენ ხალხს ვეუბნებით, რომ გვჭირდება ლეგიტიმაცია საკონსტიტუციო დონეზე, თქვენი მაქსიმალური მხარდაჭერა და არა ჩვეულებრივი უმრავლესობა. ჩვეულებრივი უმრავლესობა ახლაც გვაქვს, კანონს მივიღებთ, ეს გადაწყვეტილია, მაგრამ კონსტიტუციაში რომ ჩაიწეროს - ათეულობით და ასეულობით წლები ვერავინ რომ ვერ მოიფიქროს და გაბედოს ამის შეცვლა, საკონსტიტუციო ცვლილებებით უნდა დავამტკიცოთ. 2017 წელს გვეუბნებოდნენ, რად გინდოდათო - ახალა ამაზე გვეუბნებიან, რად გინდათო. გვინდა თურმე და გვჭირდება," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები