14 მილიარდი ევრო საქართველოსთვის - წინასაარჩევნოდ, "ნაციონალური მოძრაობის" ამ დაპირებას მმართველ გუნდში მორიგ დეზინფორმაციად აფასებენ.
"გირჩის" ლიდერის, ჰერმან საბოს განცხადებით, იმედი ჰქონდა, რომ ქართველი ოპოზიციონერი ლიდერები წინასაარჩევნოდ სოციალურ დაპირებებს გასცდებოდნენ და შინაარსზე ლაპარაკს დაიწყებდნენ, თუმცა შეცდა.
"იმედი მქონდა, რომ ქართველი ოპოზიციონერები რაღაც მომენტში მაინც ისწავლიდნენ ჭკუას, ჰაერიდან მოტანილ სოციალურ დაპირებებს გავცდებოდით და შინაარსზე დავიწყებდით საუბარს, თუმცა, სამწუხაროდ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისევ აირჩია პენსიებზე საუბარი და რაღაც ფონდებიდან მიღებულ ფულზე საუბარი მაშინ, როდესაც უნდა ვფიქრობდეთ ჩვენი ქვეყანა როგორ მოვაწყოთ", - განაცხადა ჰერმან საბომ.
შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ისინი ევროკავშირში მოლაპარაკებებს გახსნიან, რაც ქვეყანას 14 მილიარდს მოუტანს.