21 სექტემბერი 2024,   12:34
ვრცლად
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი, სოფელ ნასაგურის მოსახლეობას შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, "ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი სოფელ ნასაგურის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის წინაშე მდგარ პრობლემებს და აღინიშნა, რომ უმთავრესი არის სოფლის მიმდებარედ არსებული ნაგავსაყრელი, საიდანაც მომავალი უსიამოვნო სუნი აწუხებს ნასაგურის მოსახლეობას.

შეხვედრაზე მყოფმა თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა რევაზ სოხაძემ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შექმნილია საინიციატივო ჯგუფი თბილისის მერიის და ნაგავსაყრელის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის წარმომადგენლებისგან და მათი აქტიური ჩართულობით თბილისის მერიას გამოცხადებული აქვს ტენდერი უახლოეს პერიოდში დაიწყება სამუშაოები, რათა მინიმუმამდე დავიდეს მოსახლეობაზე ნაგავსაყრელის მავნე ზეგავლენა.სამომავლოდ კი, თბილისის მერია განიხილავს ნაგავსაყრელის სხვა, ქალაქიდან მოშორებულ ლოკაციაზე გადატანას.

შეხვედრაზე, სოფელ ნასაგურის ახალგაზრდებმა დელეგატს სთხოვეს, რომ სოფელში აშენდეს ძიუდოს დარბაზი, რათა ადგილობრივ ახალგაზრდებს, რომლებსაც თბილისში უწევთ სავარჯიშოდ ჩასვლა, ადგილზე შეეძლოთ, დაკავდნენ სპორტით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი, პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე.

დღის ამბები