21 სექტემბერი 2024,   13:55
ვრცლად
ამ მოლაპარაკებებს წერტილი დაუსვა გახარიამ, ჩვენთვის სრულიად გაუგებარი მიზეზებით - საბა ბუაძე

გახარიას 3 პირობა - ხაზარაძის 9 პუნქტიანი შეთანხმების ნაცვლად. ყოფილი პრემიერი და ყოფილი ბანკირი ვერ თანხმდებიან. ნეიტრალური პლატფორმა, პარიტეტული პრინციპი და პრინციპი, რომ ამ არჩევნების შემდეგ არ შედგება კოალიცია არც "ქართულ ოცნებასთან" და არც "ნაციონალურ მოძრაობასთან" - ეს ის 3 პირობაა, რომელიც გახარიას აქვს.

მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას ახალი პირობების ხელმოწერას შეუძლებელს უწოდებს. მოლაპარაკების გაგრძელების შესაძლებლობას მხოლოდ თავისი 9 პუნქტიანი გეგმით ხედავს.

"გავაკეთეთ აბსოლუტურად ყველაფერი იმისათვის, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულებულიყო წარმატებით და ბოლომდე მისულიყო. თუმცა ვნახეთ, რომ ამ მოლაპარაკებებს წერტილი დაუსვა გახარიამ. ჩვენთვის სრულიად გაუგებარი მიზეზებით, მოლაპარაკება შეწყდა, რაც არის სამწუხარო, თუმცა ამავდროულად ეს არის ძალიან კარგი ინდიკატორი იმისა, თუ რა განწყობით და როგორ უყურებდა გახარიას გუნდი ამ მოლაპარაკებებს,"- აცხადებს ”ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” პოლიტსაბჭოს წევრი, კოალიცია ”ძლიერი საქართველო” საბა ბუაძე.

დღის ამბები