21 სექტემბერი 2024,   13:55
ვრცლად
დროის სიმცირე, ისევე როგორც ძალიან ბევრი საკითხის დაახლოების აუცილებლობა, იყო იმის წინაპირობა, რომ ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა - თეონა აქუბარდია

გახარიას 3 პირობა - ხაზარაძის 9 პუნქტიანი შეთანხმების ნაცვლად. ყოფილი პრემიერი და ყოფილი ბანკირი ვერ თანხმდებიან. ნეიტრალური პლატფორმა, პარიტეტული პრინციპი და პრინციპი, რომ ამ არჩევნების შემდეგ არ შედგება კოალიცია არც "ქართულ ოცნებასთან" და არც "ნაციონალურ მოძრაობასთან" - ეს ის 3 პირობაა, რომელიც გახარიას აქვს.

გახარიას გუნდში აცხადებენ, დროის სიმცირე და ბევრი საკითხის დაახლოების აუცილებლობა, იყო წინაპირობა იმისა, რომ ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა:

"დროის სიმცირე, ისევე როგორც ძალიან ბევრი საკითხის დაახლოების აუცილებლობა, იყო წინაპირობა იმისა, რომ ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა. მაშინ როდესაც ქვეყნის ევროპული მომავალი არის დასაცავი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ვფიქრობ, მთელი ეს პროცესი დადებითი შედეგის მომცემი იყო,"- აცხადებს პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” წევრი თეონა აქუბარდია.

მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას ახალი პირობების ხელმოწერას შეუძლებელს უწოდებს. მოლაპარაკების გაგრძელების შესაძლებლობას მხოლოდ თავისი 9 პუნქტიანი გეგმით ხედავს. 

ხაზარაძის გუნდში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებს, მათთვის გაუგებარი მიზეზებით, წერტილი დაუსვა გახარიამ.

დღის ამბები