21 სექტემბერი 2024,   13:58
ვრცლად
ბოლო 13 წელიწადში პირველად, სამხრეთ კაროლინაში პატიმარი სიკვდილით დასაჯეს

სამხრეთ კაროლინაში, ბოლო 13 წელიწადში პირველად, პატიმარი სიკვდილით დასაჯეს. 46 წლის ფრედი ოუენსს სასიკვდილო ინიექცია გაუკეთდა.

ოუენსი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს შეიარაღებულ ძარცვასა მაღაზიის თანამშრომლის, ირინე გრეივსის მკვლელობაში. დანაშაული 1997 წელს მოხდა, ხოლო ოუენსის გამამტყუნებელი განაჩენი 1999 წელს მიიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ ოუენსის თანამბრალდებელმა ხელი მოაწერა ფიცით განმტკიცებულ დოკუმენტს იმის შესახებ, რომ ოუენსი ძარცვისა და მკვლელობის დროს იმ ადგილას არ იმყოფებოდა, შტატის უზენაესმა სასამართლომ, 19 სექტემბერს უარი თქვა სიკვდილით დასჯის აღსრულების შეჩერებაზე, ხოლო გუბერნატორმა ჰენრი მაკმასტერმა მსჯავრდებული არ შეიწყალა.

წყარო: BBC

დღის ამბები