21 სექტემბერი 2024,   13:53
ვრცლად
მძიმე მეტალების ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს - ახალი კვლევა

მძიმე მეტალების ზემოქმედებას, სიმსივნესთან, ნევროლოგიურ პრობლემებთან და რეპროდუქციულ ან განვითარების პრობლემებთან აკავშირებენ. ახლა კვლევის თანახმად ირკვევა, რომ მძიმე მეტალების ზემოქმედება, როგორიცაა კადმიუმი, ურანი და სპილენძი, შესაძლოა ასევე დაკავშირებული იყოს მსოფლიოში სიკვდილის წამყვან მიზეზთან: გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

American College of Cardiology-ის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მძიმე მეტალების ზემოქმედება, შესაძლოა გამოწვეული იყოს სიგარეტის მოწევით, სასმელი წყლით, გარემოს დაბინძურებით და გარკვეული საკვებით ან სამომხმარებლო პროდუქტებით, რაც კორონარულ არტერიებში კალციუმის დაგროვებას უწყობს ხელს.

კორონარული კალციუმის დაგროვება ათეროსკლეროზს, ქრონიკულ და ანთებით გულ-სისხლძარღვთა დაავადებას იწვევს, რომელიც არტერიის კედლების შევიწროებით და შესაბამისად, სისხლის ნაკადის შემცირებით ხასიათდება. არტერიების ნაწილობრივმა ან სრულმა ბლოკირებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა ინსულტი და კორონარული არტერიის დაავადება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არითმია, გულის გაჩერება ან გულის უკმარისობა.

დღის ამბები