16 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

პარტია „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელ დავით დარჩიასთან ერთად, სოფლების: ნაგომარისა და ძიმითის მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ოზურგეთის სოფლებში ხელისუფლების პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

სოფელ ნაგომარში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხანძრის შედეგად დაზიანებულ საბავშვო ბაღს და ამბულატორიას, დაგეგმილია საჯარო სკოლის მშენებლობა. სოფელ ძიმითში გაკეთდა სპორტული მოედანი და დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა; სოფლის პროგრამის ფარგლებში დაიგო შიდა გზები, ადგილობრივები სარგებლობენ მუნიციპალური ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით.

„ძალიან კარგი შეხვედრა შედგა. გულახდილად ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე და დავსახეთ მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხების დროულად და ეფექტურად მოგვარების გზები. ასევე, ვისაუბრეთ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში სოფლებში გაკეთებულ მნიშნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე. მადლობა თითოეულს, რომ დგახართ ჩვენს გვერდით და მხარს უჭერთ ოზურგეთის წინსვლას და განვითარებას!,“- აღნიშნა „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატმა, ვასილ ჩიგოგიძემ.

ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის თქმით, 26 ოქტომბერს, ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად, ისევ გავიმარჯვებთ, რათა ჩვენმა ქვეყანამ განაგრძოს განვითარება მშვიდობის, კეთილდღეობის და ევროპული ინტეგრაციის გზით!

დღის ამბები