საქართველოს პრემიერმა, ვიცე-პრემიერთან ერთან "ნიჭიერთა ათწლედის" ახალი შენობა გახსნა. ირაკლი კობახიძემ რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა და განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის შენობა წლების განმავლობაში რთული პრობლემების წინაშე იდგა. შენობა არ შეესაბამებოდა პროფესიულ გარემოს, ვერ აკმაყოფილებდა ცენტრალური სამუსიკო სკოლის მოთხოვნებს. პროექტისათვის 7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.