21 დეკემბერი 2024,   22:35
ვრცლად
ტაჯიკეთის სახელმწიფო სატყეო სააგენტოს დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

ტაჯიკეთის სახელმწიფო სატყეო სააგენტოს დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

სტუმრები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მიიღო. მხარეებმა ტყის მართვის სფეროში ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, გარდა ამისა, საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობას.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ბორჯომის ხეობაში ნახანძრალ ტყის მასივსაც მოინახულებენ და საქართველოში ტყის აღდგენასთან დაკავშირებულ მიდგომებსა და პრაქტიკას ადგილზე გაეცნობიან.

დღის ამბები