23 სექტემბერი 2024,   10:37
ვრცლად
განვიხილავთ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, ვისაუბრებთ ჩვენს მოლოდინებზე და სამომავლო გეგმებზე - ლევან მახაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტზე

"ვისაუბრებთ ჩვენს მოლოდინებზე, ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე" - ამის შესახებ "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" სიის მე-17 ნომერმა, ლევან მახაშვილმა, რითაც წინასაარჩევნო ვიზიტის ფარგლებში, თბილისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა.

მახაშვილის განცხადებით, განხილული იქნება მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების საკითხი.

"ჩვენ ვისაუბრეთ, ერთის მხრივ, 2012 წლის შემდგომ განხორციელებულ საარჩევნო ცვლილებებზე, რომლის შედეგადაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ არჩევნები ტარდებოდეს, მშვიდობიანად და დემოკრატიულად. მეორეს მხრივ, ჩვენ დეტალურად განვიხილავთ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე. ვისაუბრებთ ჩვენს მოლოდინებზე, ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე," - აღნიშნა "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" სიის მე-17 ნომერმა, ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, წინასაარჩევნო ვიზიტის ფარგლებში, თბილისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ელოდებიან. დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებთან, ცესკოსა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებთან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

 

დღის ამბები