23 სექტემბერი 2024,   10:33
ვრცლად
ცდილობენ, როგორმე საქართველომ არ მიიღოს ის სიკეთეები, რომლებიც, დღესდღეობით, აქვს ევროკავშირისგან - გიორგი ჩაკვეტაძე "მაკკეინის ინსტიტუტის" ანგარიშზე

"მაკკეინის ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების საგანია.

მმართველ გუნდში თვლიან, რომ თითქოს დამოუკიდებელი NGO-ები სინამდვილეში, "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენენ და მათი ქმედებები გასაკვირი არაა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირისგან მიღებული სიკეთეები გაუუქმონ.

"მანამდე, სანამ საქართველოს მიიღებდა ვიზალიბერალიზაციას, ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, ვხედავდით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დადიოდნენ დერეფნებში და ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ საქართველოს არ მიეღო ეს სიკეთეები. ის NGO-ები, რომლებიც თითქოს არიან დამოუკიდებლები, რეალურად წარმოადგენენ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" ასე, რომ არ უნდა გაგვიკვირდეს. მე პირადად, მიკვირს "მაკკეინის ინსტიტუტიდან", როგორ დადიან აქამდე, რომ ცდილობენ, როგორმე საქართველომ არ მიიღოს ის სიკეთეები, რომლებიც, დღესდღეობით აქვს ევროკავშირისგან", - გიორგი ჩაკვეტაძე

შეგახსენებთ, "მაკკეინის ინსტიტუტის" მიერ არჩევნებამდე 1 თვით ადრე გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს. ანგარიშის მიხედვით, რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ეს ქმედება "ქართული ოცნების" მთავრობის ქმედებების შედეგების საჩვენებლად აუცილებელია.

 

დღის ამბები