24 სექტემბერი 2024,   10:29
ვრცლად
პარტიული გადაჯგუფებებით, ოპოზიციის ხელშეწყობითაა დაკავებული და კონსტიტუციურ მოვალეობას არ ასრულებს - ერთი კვირაა, ამნისტიის კანონი მასთან დევს და ხელს არ აწერს - ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილზე

სალომე ზურაბიშვილის მიერ გამართულ ბრიფინგს მმართველ გუნდში ეხმაურებიან. საპარლამენტო უმრავლესობაში პრეზიდენტის საუბარს უშინაარსოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ზურაბიშვილი პარტიების გადაჯგუფებებითაა დაკავებული და ის კონსტიტუციურ მოვალეობას არ ასრულებს. უფრო კონკრეტულად კი, მმართველი გუნდი ზურაბიშვილს ახსენებს, რომ ის ხელს არ აწერს ამნისტიის შესახებ კანონს, რომლის ძალაში შესვლასაც ათასობით ადამიანი ელოდება.

"[სალომე ზურაბიშვილს] არ აქვს გააზრებული თავისი კონსტიტუციური დანიშნულება და დატვირთვა, დაკავებულია პარტიული გადაჯგუფებებითა და დაჯგუფებებით, ოპოზიციის ხელშეწყობით. ამის პარალელურად, რაც მისი კონსტიტუციური უფლება-მოვალეობაა - მოაწეროს კანონებს ხელი, ამ შემთხვევაში, ამნისტიის კანონზე გვაქვს საუბარი, რომელიც, ერთი კვირაა, მასთან დევს ხელმოსაწერად და უამრავი ადამიანი ელოდება ამ კანონის ძალაში შესვლას, ამ მოვალეობას არ ასრულებს. რა თქმა უნდა, ეს ადამიანი სრულებით გასულია კონსტიტუციური ფარგლებიდან," - განაცხადა პარლამენტის ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.

დღის ამბები