24 სექტემბერი 2024,   12:28
ვრცლად
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართეს. მათ ადგილობრივებს პარტიის ძირითადი ღირებულებები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განაცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ, არამედ ხშირად იმართება და უწყვეტი კომუნიკაცია აქვთ მოსახლეობასთან.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.

დღის ამბები