24 სექტემბერი 2024,   11:18
ვრცლად
საუდის არაბეთის ეროვნული დღესთან დაკავშირებით, საქართველოში საელჩოს ორგანიზებით, მიღება გაიმართა

საუდის არაბეთი ეროვნულ დღეს წელს 94-ედ აღნიშნავს. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოში საუდის არაბეთის საელჩოს ორგანიზებით, მიღება გაიმართა. მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო საუდის არაბეთის სხვადასხვა პროექტი და კულტურული ელემენტი.

საქართველოში საუდის არაბეთის საელჩო 2018 წელს გაიხსნა და ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებულ მიღებას ყოველ წელს მართავს.

 

დღის ამბები