24 სექტემბერი 2024,   12:27
ვრცლად
"ყოველ ჯერზე, როდესაც, კაპიტან გიგაურისნაირი "ნეიტრალური ფიგურების" კომენტარებზე დაყრდნობით, რაღაც დასკვნები მზადდება, ამ ინსტიტუტების რეპუტაციასვე აზიანებს" - ლევან მაჭავარიანი "ქართველი ხალხის აქტის" განხილვის შესახებ

"ქართველი ხალხის აქტის" საბოლოო განხილვას აფასებენ პოლიტიკოსები - უმრავლესობაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ყოველ მსგავს განხილვაზე, მონაწილეების რანგში, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ხედავენ.

მათი შეფასებით, მსგავსი ქმედებები ქართულ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობაა.

"ჩვენ ვიხილეთ [სენატის] პირველი სხდომა, სადაც კაპიტანი გიგაური ჰყავდათ მიწვეული, რომელიც გახლავთ პოლიტიკურად ანგაჟირებული ფიგურა, და წარმოგვიჩინეს ისე, რომ თითქოს ნეიტრალური ფიგურა იყო და ქართველი ხალხის სახელით საუბრობდა. ყოველ ასეთ ჯერზე, მიწვეულ სტუმრებში, რატომღაც, აღმოჩნდებიან კონკრეტული მხარეები, რადიკალური ოპოზიციის პირდაპირი წარმომადგენლები. შესაბამისად, [როდესაც] ამ მომხსენებლების კომენტარებზე დაყრდნობით, რაღაც დასკვნები როდესაც კეთდება, ამ ინსტიტუტების რეპუტაციასვე აზიანებს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, "ქართველი ხალხის აქტის" საბოლოო განხილვა, პრემიერის გაეროში სიტყვით გამოსვლის პარალელურად, 25 სექტემბერს, სენატში გაიმართება.

ცნობისთვის, "ქართველი ხალხის აქტი" არის ორპარტიული წინადადება, რომელიც დააინიცირეს მაისში, საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის დამტკიცების საპასუხოდ. ინიციატივა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ფიზიკური პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები