24 სექტემბერი 2024,   11:23
ვრცლად
"აუცილებლად მიეწოდებათ ინფორმაცია ყველა დარღვევასა და დესტრუქციაზე, რომელსაც დესტრუქციული "ნაცმოძრაობისგან" ვხედავთ" - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია დღეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია დღეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები შეხვედრაზე ყურადღებას გაამახვილებენ წინასაარჩევნო პროცესსა და იმ დარღვევებზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს.

"გავამახვილებთ ყურადღებას იმ წინასაარჩევნო პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. აუცილებლად მიეწოდებათ [ინფორმაცია] მათ, არა მარტო მათ, ასევე მისიას, ყველა ის დარღვევა, დესტრუქცია, მოვლენა, რომელსაც ვხედავთ ჩვენ ამ დესტრუქციული "ნაცმოძრაობის" მხრიდან და კარგად გვახსოვს ის ბულინგის ენა, ის შეურაცხყოფა, რომელიც ამ ლიბერალური ფაშიზმის ქოლგის ქვეშ არის გაერთიანებული," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია.

დღის ამბები