25 სექტემბერი 2024,   18:26
ვრცლად
ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია ამ დაჯგუფებას არ აქვს - ანრი ოხანაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე

ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ კოალიცია "ცვლილებისთვის" პარტიულ სიაში არ იქნება, უმრავლესობაში ეხმაურებიან. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ მათ ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია არ აქვთ. 

"ეს დაჯგუფება, რომელიც არ სარგებლობს ჩვენი საზოგადოების არავითარი ლეგიტიმაციით, ვინ ვის დაუთმობს ადგილს, ან ადგილს რომ უთმობენ, ჯერ ის გაარკვიონ, საერთოდ თუ შემოვლენ პარლამენტში. ჩვენთვის ლეგიტიმაციის არ მქონე დაჯგუფებებზე საუბარი არასერიოზულია. ეს ხალხი, რეალურად, საარჩევნო პროცესისთვის არ ემზადება, ეს ხალხი დადგება ხან ერთ კუთხეში, ხან მეორე კუთხეში, ჩაატარებენ ბრიფინგს, რომ როგორღაც თვით აქტუალიზაცია მოახდინონ, მაგრამ ეს მათ ვერ შველის, ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია ამ დაჯგუფებას არ აქვს," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

 

 

დღის ამბები