25 სექტემბერი 2024,   18:25
ვრცლად
მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ქართველოლოგიის რიგით მეოთხე საერთაშორისო კონგრესი გაიმართა

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ქართველოლოგიის რიგით მეოთხე საერთაშორისო კონგრესი გაიმართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა.

შალვა პაპუაშვილმა ქართული ენის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"სწორედ ამ ჩვენი ევროპული კულტურით მივდივართ ევროპულ გზაზე და სწორედ ეს არის ჩვენი შენატანი ევროკავშირში, რითაც გვინდა გავამდიდროთ ევროკავშირი, ჩვენი კულტურით, ჩვენი ენით რომელი 25-ე ენა გახდება ევროკავშირში და ჩვენი დამწერლობით, რომელიც მეოთხე დამწერლობა გახდება ასევე ევროკავშირში. ამიტომ, მნიშვნელოვანია ასეთი სახის კონგრესები და კონფერენციები,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები