30 სექტემბერი 2024,   16:31
ვრცლად
არც გაბრაზებული ვარ და არც ნაწყენი - მიხეილ დაუშვილი საარჩევნო სიებთან დაკავშირებით

არჩევნებამდე 26 დღით ადრე, პოლიტიკურ ჯგუფებში საარჩევნო სიები დაპირისპირების მიზეზია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაზა გოგავამ, რომელიც 27 ნომერია, სიიდან ამოღება ცესკოსგან უკვე მოითხოვა.

ასევე ცნობილი ხდება, რომ კონფლიქტია გიორგი გახარიას გუნდშიც - პარტია "საქართველოსთვის" სიაში საერთოდ ვერ მოხვდა პოლიტსაბჭოს წევრი მიხეილ დაუშვილი.

გუნდში დაპირისპირებას უარყოფს თავად მიხეილ დაუშვილი.

მისი თქმით, აგრძელებს პარტიაში მუშაობას და სიაში არ-ყოფნა მისი გადაწყვეტილება იყო. 

"მე ამ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ვარ. ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას. არც გაბრაზებული ვარ და არც ნაწყენი. როგორც უკვე ვთქვი, ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. ამის იქით კომენტარს არ ვაკეთებთ", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

დღის ამბები