30 სექტემბერი 2024,   16:15
ვრცლად
"ცალკე ტრაგედიაა თავის გუნდის წევრებს როგორ ექცევა" - ირაკლი ზარქუა საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ოპოზიციაში შექმნილ დაპირისპირებაზე

არჩევნებამდე 26 დღით ადრე, პოლიტიკურ ჯგუფებში საარჩევნო სიები დაპირისპირების მიზეზია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაზა გოგავამ, რომელიც 27 ნომერია, სიიდან ამოღება ცესკოსგან უკვე მოითხოვა.

ასევე ცნობილი ხდება, რომ კონფლიქტია გიორგი გახარიას გუნდშიც - პარტია "საქართველოსთვის" სიაში საერთოდ ვერ მოხვდა დეპუტატი მიხეილ დაუშვილი.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ცალკე ტრაგედიაა გიორგი გახარიას საქციელი, თუ როგორ ექცევა თავის გუნდის წევრებს.

"ზუსტად იციან, რომ "ნაცმოძრაობა" განწირულია, ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს, ამიტომაც არის, რომ ზოგი ემიჯნება მათ, ზოგს კვოტები უნდა, რომ პირველ ათეულში მოხვდეს. მაქსიმუმ 10-15 კაცი გაიყვანონ, იმის იქით შანსი არ აქვთ.

გახარია როგორ ექცევა თავის პარტიის მებრძოლებს, რომლებიც გაჰყვნენ ღალატში, მაგალითად დაუშვილი, ეს ბიჭი გასვარა თავის სიგიჟეში, როცა მმართველი პარტიის ლიდერი იყო და რთულ მომენტში დაგვტოვა და გაიქცა. ცალკე ტრაგედიაა თავის გუნდის წევრებს როგორ ექცევა. გამომრჩაო - ამას რომ იტყვი კაცზე, რომელზეც წლები შენ გვერდით იდგა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები