30 სექტემბერი 2024,   17:35
ვრცლად
"განცხადება ცალსახად დადებითად შესაფასებელია, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ ქმედითი ნაბიჯებიც მოჰყოლოდა" - ირაკლი კირცხალია ლავროვის განცხადებაზე

განცხადება ცალსახად დადებითად შესაფასებელია, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კარგი იქნებოდა ამ განცხადებას ქმედითი ნაბიჯებიც მოჰყოლოდა.

"განცხადება ცალსახად დადებითად შესაფასებელია, ამას მხოლოდ განცხადების ჭრილში ვამბობ, რადგან ეს ერთი პოზიტიური ნაბიჯია, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ ამ განცხადებას ქმედითი ნაბიჯებიც მოჰყოლოდა, მაგალითად, ჩვენი დროებითი ოკუპირებული ტერიტორიიდან მათი ჯარების გაყვანა. ან თუნდაც, როგორ წარმოუდგენიათ ეს პროცესი, თუნდაც მსჯელობა იყოს ამ პროცესზე.

მხოლოდ და მხოლოდ შერიგებით, ურთიერთშენდობით, ურთიერთგაგებით უნდა მოხდეს ჩანგრეული ხიდების აღდგენა - ეს არის ჩვენი პოლიტიკა," - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ "მოსკოვი მზად არის, აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს."

 

 

დღის ამბები