16 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
ზაზა გოგავა ახლაც აქტიურად არის ჩართული პარტიის საარჩევნო პროცესში - ლევან სანიკიძე გოგავას მიერ საარჩევნო სიიდან ამოღების მოთხოვნის შესახებ

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" სპიკერი ლევან სანიკიძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ზაზა გოგავა არის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და ეს ყოველთვის ასე იქნება. 

საუბარია ინფორმაციაზე, რომელიც დღეს გახდა ცნობილი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიის 27-ე ნომერმა ზაზა გოგავამ მიმართა ცესკოს და სიიდან საკუთარი თავის ამოღება მოითხოვა. ზაზა გოგავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი გამორჩეული სახე იყო, 2023 წელს ის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელადაც გამოაცხადეს.

"მე შემიძლია გითხრათ ის, რომ ზაზა გოგავა არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახე დღეს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“. ადამიანი, რომელსაც აქვს უაღრესად დიდი წვლილი შეტანილი ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ეს მას აქვს საკუთარი სისხლით დადასტურებული მათ შორის. ეს არის ადამიანი, რომელიც დღესაც არის „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და მათ შორის არის „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც აქტიურად აგრძელებს საკუთარ საქმიანობას პარტიულ ცხოვრებაში. ამ წუთის მდგომარეობით მე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.

მე შემიძლია გითხრათ, რომ ბატონი ზაზა ახლაც აქტიურად არის ჩართული პარტიის საარჩევნო პროცესში, ამ წუთის მდგომარეობითაც და ეს გაგრძელდება რა თქმა უნდა საბოლოო გამარჯვებამდე.

ამ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც თქვენ საუბრობთ, თუ კი ეს ასეა - ბატონი ზაზა დამატებით განმარტებას გააკეთებს, მაგრამ მე ამ წუთის მდგომარეობით შემიძლია გითხრათ, რომ ბატონი ზაზა არის, იქნება სამომავლოდ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი," - აცხადებს ლევან სანიკიძე.

დღის ამბები