სატელევიზიო სივრცის ყველაზე რეიტინგული პროექტი გრძელდება - სახიფათო და სახალისო ნომრები, ხელის თხოვნა სცენაზე და ოქროს ღილაკი - მეგაშოუ "ნიჭიერის" მეორე ეპიზოდს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ყველა მონაწილისთვის საოცნებო ღილაკი ჟიურიმ ანსამბლ "ნენსკრას" მოსმენის შემდეგ გამოიყენა. მესტიიდან ჩამოსულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა სვანური ხალხური ფერხული შეასრულა.