12 ოქტომბერი 2024,   00:58
ვრცლად
"გერმანიის კანონმდებლობა რომ დაარღვია, ამაზე საყვედური ხომ უნდა უთხრან? ვერ ეუბნებიან, რადგანაც უცხოური ძალის წარმომადგენლები არიან" - გურამ მაჭარაშვილი ზურაბიშვილის გერმანიაში ვიზიტზე

გერმანიის საელჩოს არ აქვს ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტის დეტალების შესახებ, - აცხადებენ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, რომელსაც "კურიერმა" კითხვით მიმართა.

გერმანიის საელჩოში განმარტავენ, რომ შტაინ-მაიერმა 30 სექტემბერს, ბერლინში, სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა, თუმცა ვიზიტის სხვა შეხვედრებზე მათ ინფორმაცია არ აქვთ. სალომე ზურაბიშვილს გერმანიის მთავრობის სპეციალური ნებართვა ჰქონდა, თუ მან კანონი დაარღვია - ეს კითხვა პრეზიდენტის ბერლინში გამართულ შეხვედრებზე "ქართულ ოცნებას" აქვს.

საქმე იმაშია, რომ გერმანიის კანონმდებლობა კრძალავს ქვეყანაში უცხოელი პოლიტიკოსების წინასაარჩევნო აგიტაციას. "ქართული ოცნება" კი ამბობს, რომ 29 სექტემბერს, ბერლინში, სალომე ზურაბიშვილის მოქალაქეებთან შეხვედრა, წინასაარჩევნო აგიტაცია იყო.

"რა თქმა უნდა, ცუდია ისიც, რომ გერმანიის ხელისუფლებამ არ იცოდა, რომ საქართველოს ფორმალური პრეზიდენტი იქ ჩადიოდა და წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა. მეორე მხრივ, ეს არის დასტური, რომ ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია და, ასევე, არღვევს გერმანიის კანონმდებლობას. ზუსტად იმიტომ, რომ მას აქვს მწვანე ანთებული უცხოური ძალისგან, რისი აგენტიც გახდა თავის დროზე. გერმანიის კანონმდებლობა რომ დაარღვია, ამაზე საყვედური ხომ უნდა უთხრან? ვერ ეუბნებიან, რადგანაც უცხოური ძალის წარმომადგენლები არიან," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები