09 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
"გუშინ, ევროპარლამენტში მრავალგზის გაიჟღერა ჩემმა სახელმა - დასავლეთი ცხადად გვეუბნება, რომ თუ იბრძოლებთ, ვიდგებით თქვენთან, თუ არ გინდათ ბრძოლა, მაშინ ვერაფერს გავაკეთებთო, მაგრამ ჩვენ გვინდა ბრძოლა" - მიხეილ სააკაშვილი

დასავლეთი ცხადად გვეუბნება, რომ თუ იბრძოლებთ, ვიდგებით თქვენთან, თუ არ გინდათ ბრძოლა, მაშინ ვერაფერს გავაკეთებთო, მაგრამ ჩვენ გვინდა ბრძოლა, - ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. 

"გუშინ, ევროპარლამენტში წაიკითხეს ჩემი მიმართვა, მრავალგზის გაიჟღერა ჩემმა სახელმა და ევროპარლამენტმა მოითხოვა ჩემი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება. პირველად განვაცხადე, რომ ევროკავშირში გვინდა შესვლა, ევროპარლამენტში ჩემი პირველი გამოსვლისას და საერთოდ, საქართველოს ხელმძღვანელის პირველი გამოსვლისას. ეს იყო 2005 წელი. აი, ახლა მოვედით იმ ადგილას, სადაც საქართველო არასოდეს არ ყოფილა თავის ისტორიაში. დასავლეთი ცხადად გვეუბნება, რომ თუ იბრძოლებთ, ვიდგებით თქვენთან, თუ არ გინდათ ბრძოლა, მაშინ ვერაფერს გავაკეთებთო, მაგრამ ჩვენ გვინდა ბრძოლა." - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები