02 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
თბილისში "საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების" პირველი სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს

სასტუმრო "პარაგრაფში", "საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების" პირველი სამეცნიერო კონფერენცია და "აი ელ დი ელ თი" ჯგუფის კოლოქვიუმი მიმდინარეობს. ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისში სპეციალურად ჩამოვიდნენ მსოფლიოს წამყვანი ქირურგები და ტრანსპლანტოლოგები.

ლექციებს 22 სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული პროფესორი კითხულობს. ღონისძიება ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მთავარი თემა ღვიძლის ტრანსპლანტაციაა. ღვიძლის ტრანსპლანტაცია კი, რომელიც ყველაზე რთულ ქირურგიულ ჩარევად ითვლება და რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, საქართველოში უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ტარდება. მას ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ორი ქართველი ტრანსპლანტოლოგი ატარებს.

კობა შანავასა და კახა ქაშიბაძის ხელმძღვანელობით საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის უკვე 160-ზე მეტი ოპერაციაა ჩატარებული.

დღის ამბები