10 ოქტომბერი 2024,   17:29
ვრცლად
მამუკა მდინარაძის ბრიფინგზე სწორედ ეს იყო გაშიფრული, რომ ხაზარაძეც, გახარიაც, აღარაფერს ვამბობ გვარამიაზე, არიან ყლორტები ძირითადი "ნაცმოძრაობის" - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგს გამოეხმაურა. როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ბრიფინგზე იმას გაესვა ხაზი, რაც, მისივე თქმით, არაერთხელ დამტკიცდა - რომ მამუკა ხაზარაძეც, გიორგი გახარიაც, ნიკა მელიაც და ნიკა გვარამიაც, რეალურად, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენენ.

"ერთიანი კოლექტიური ნაცმოძრაობა" რომ არსებობს, ამაზე არაერთხელ არამარტო თქმულა, არამედ დამტკიცებულა, - ამ ბრიფინგზე სწორედ ეს იყო გაშიფრული, რომ მამუკა ხაზარაძეც, გახარიაც, აღარაფერს ვამბობ გვარამიაზე, რა თქმა უნდა, არიან ყლორტები ამ ძირითადი "ნაცმოძრაობის".

ხაზარაძე, რომელიც ამბობდა, რომ ვითომ შორს იყო "ნაცმოძრაობისგან" და დადასტურდა ის, რომ ის ზუსტად ერთი-ერთში იმეორებს იმას, რასაც ამბობს "ნაცმოძრაობა" და ის იყო ზუსტად ის ადამიანი, რომელიც საპყრობილეებში აფორმებინებდა და კრედიტებს აღებინებდა პატიმრებს. გახარიაზე აღარაფერს ვამბობ, რომელმაც უკვე თავად აღიარა, რომ არის "გადამგდები" - თავისივე გუნდს რომ "გადააგდებს", ის ადამიანი.

ეს ცნობილია და ჩვენ ვთქვით, რომ ზუსტად 3 წლის წინ ჩვენ "გადაგვაგდო", მთელი გუნდი "გადააგდო", ქვეყანა "გადააგდო" და გადადგა ისეთ მომენტში, როდესაც პრემიერ-მინისტრი უნდა ყოფილიყო მაგალითის მიმცემი. ეს დადასტურდა ზუსტად, ამიტომ ითქვა ამ ბრიფინგზეც, რომ ხაზარაძეც, გახარიაც, გასაგებია, რომ გვარამია და მელიაც არიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები