10 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
თბილისში არბიტრაჟის დღეები გაიხსნა - ღონისძიებაში 200-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი არბიტრი, იურისტი და ექსპერტი მონაწილეობს

თბილისში არბიტრაჟის დღეები გაიხსნა - ღონისძიებაში 200-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი არბიტრი, იურისტი და ექსპერტი მონაწილეობს. ორი დღის განმავლობაში გაიმართება პანელური დისკუსიები და სოციალურ ღონისძიებები.

მხარეები ერთმანეთის გამოცდილებას გაეცნობიან. არბიტრაჟის დღეები სავაჭრო პალატისა და საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ორგანიზებით წელს უკვე მეთერთმეტედ ტარდება.

"პალატა მთლიანად არის ჩართული და ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი უცხოელი მოვიზიდოთ, რომ ავწიოთ ცნობადობა ჩვენს რეგიონში", - აცხადებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია.

დღის ამბები