10 ოქტომბერი 2024,   18:17
ვრცლად
ჩვენი გუნდის არაერთი ლიდერი მოუწოდებდა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, კოლექტიურ "ნაცმოძრაობას", რომ შეეწყვიტა ზიზღისა და სიძულვილის კამპანია - არჩილი გორდულაძე

ახალ ბანერებთან დაკავშირებით, რომელიც თბილისის ქუჩებში დღეს დილით გამოჩნდა, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს არის პასუხი იმ კამპანიაზე, რაც ოპოზიციამ რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, არჩილ გორდულაძის თქმით, ბანერების მიზანი ფაქტის კონსტატაციაა.

"ეს ჩვენ არ დაგვიწყია. ყველას კარგად ახსოვს, ჩვენი გუნდის არაერთი ლიდერი მოუწოდებდა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, კოლექტიურ "ნაცმოძრაობას", რომ შეეწყვიტა ზიზღისა და სიძულვილის კამპანია.

ჩვენი ბანერების მიზანი არის ფაქტის კონსტატაცია. ყოველთვის, როდესაც ფაქტზე იქნება საუბარი, ფაქტებს ვამხელთ.

დამნაშავე, მწამებელ რეჟიმს "ნაციონალური მოძრაობის" სახით, რომლებიც არიან აგენტები და დავალების შემსრულებლები, ყოველთვის ვამხელდით და ვამხელთ მომავალშიც", - განაცხადა არჩილი გორდულაძემ.

დღის ამბები