10 ოქტომბერი 2024,   18:27
ვრცლად
"ეს ხალხი ზიზღის ენას ალაგებს და მერე შენ ისიც კი არ უნდა გამოაკრა ბანერზე, როგორ მართავს ვიღაცა გარედან, როგორც ბოროტ კლოუნებს" - მამუკა მდინარაძე

"არა ომს, არა აგენტურას," - ამ შინაარსის წარწერები და ოპოზიციის ლიდერების ფოტოებია გამოსახული ახალ ბანერებზე, რომლებიც თბილისის ქუჩებში დღეს დილით გამოჩნდა.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ეს არის პასუხი იმ ნეგატიურ და სიძულვილის ენის შემცველ კამპანიაზე, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" წამოიწყო. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ეს მათი მხრიდან ფაქტების კონსტატაციაა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მოუწოდებს აქტივისტებს, არანაირ კონფლიქტში არ შევიდნენ და წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში გაგრძელდეს. 

"ბოლო 4 წლის განმავლობაში, მოიშორე ქოცნება, მოიშორე ბიძინა, ზიზღის ენით, შეურაცხმყოფელი და პოლარიზაციის გამაღვივებელი და თუკი რაიმე შეიძლება ნეგატიური ფრაზა ახსენო, ყველას შემცველი ბანერები გამოჩნდა ნაცმოძრაობის მიერ გაკრული ქალაქის ქუჩებში. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ხედავთ როგორ მშვიდად მიდის კამპანია, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ ყველა ჩვენს აქტივისტს, რომ ნუ მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე კონფლიქტში შევიდნენ. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მხოლოდ ბანერებით და ტელეკამერებით გვესაუბრებიან, იქ უკვე ზიზღის ენით საუბრობენ. რინგზე რომ გადის მოჩხუბარი და იქ ერთი მხარე აკრძალულ, უხეშ მეთოდებს იყენებდეს, არბიტრი საერთოდ იმის მხარეს იყოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სანამ არ დამთავრდება ეს ორთაბრძოლა და შენ წესები ისე დაიცავი, რომ უბრალოდ წესების დაცვაშიც კი წესები დაიცავიო, ცოტა არასამართლიანი შეიძლება იყოს. ეს ხალხი ზიზღის ენას ალაგებს და მერე შენ ისიც კი არ უნდა გამოაკრა ბანერზე, როგორ მართავს ვიღაცა გარედან, როგორც ბოროტ კლოუნებს", - ამბობს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები