10 ოქტომბერი 2024,   19:03
ვრცლად
დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: სადისტი და ტირანი სააკაშვილის გათავისუფლებას რომ ითხოვ და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, აქ ყველაფერი ნათქვამია

"ქართული ოცნების" წევრი, დავით მათიკაშვილი "დღის კურიერის" ეთერში, საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტს გამოეხმაურა.

დავით მათიკაშვილის თქმით, იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ხოლო ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ, ამით ყველაფერი ნათქვამია.

"ღიმილის მომგვრელიაო, რომ ვთქვათ, ალბათ ესეც არ იქნება ადეკვატური ამ მოცემულობისთვის, რაც ევროპარლამენტიდან ჩვენ ვიხილეთ. ჩალის ფასი აქვს ამ ყველაფერს და შეიძლება, ჩალას უფრო მეტი ფასი ჰქონდეს, ეს ერთი; მეორე - მოცემულობაში, სადაც სადისტური რეჟიმის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც წამების ინსტიტუციები შექმნა საქართველოში და სტრასბურგის სასამართლომ ასეთად მიიჩნია - აღშფოთება ვერ დამალა იმ საქციელების გამო, რასაც ეს რეჟიმი ახდენდა, ეს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2012 წლამდე დემოკრატიის შუქურად იყო მიჩნეული მაგ ხალხის მიერ და დღეს მის გათავისუფლებას ითხოვენ - პირწავარდნილი დამნაშავის; ხოლო ადამიანის, რომელმაც ყველაფერი გაიღო საკუთარი სამშობლოსთვის, დაწყებული ძალიან დიდი მატერიალური ქველმოქმედებით, დამთავრებული უდიდესი პოლიტიკური ქველმოქმედებით, რომელმაც ეკლესია - მონასტერი არ დატოვა გარემონტების გარეშე და უდიდესი საჩუქრები გადასცა ქართველ ერს - სამების სახით და ა.შ. - ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.

ეს მოცემულობაა სწორედ კითხვის ნიშანი, თუმცა ამ კითხვაზე არის ძალიან მარტივი პასუხი - ერთადერთი ხელისუფლება 90-იანებიდან დღემდე, ვინც შეძლო და ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა, არის "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი. ამ ხელისუფლებას თავისი პოლიტიკად გამომიდინარე, რაც კონკრეტულად, უკრაინაში ომის პირობებში მსოფლიო პოლიტიკურ ველზე გაჩნდა, ამ პრინციპული სამშვიდობო პოლიტიკის გამო, ვხედავთ, რომ იმდენად მნიშვნელოვანია საქართველოში ომის ქარცეცხლი, ბევრ, სრულიად უღირს ნაბიჯზე მიდიან და დგამენ ის ადამიანები, ვისთვისაც შავის და თეთრის გარჩევა, წესით, ძალიან მარტივი უნდა იყოს.

სადისტი და ტირანი სააკაშვილის გათავისუფლებას რომ ითხოვ და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას - აქ ყველაფერი ნათქვამია.

გარდა ამ მოცემულობისა, რომელსაც უკვე ყურიც კი მიეჩვია, იმდენჯერ გაჟღერდა, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ რუსეთს დაუწესეთ სანქციაო, ამას სთხოვენ ქართველ ხალხს - ანუ, თქვენი ეკონომიკის ჩამოქცევა ჩვენთვის არ არის დიდად საფიქრალი საკითხიო და ამასთან ერთად, ომიც თუ დაიწყება, არც მაგით გაგვისკდება გულიო. ამას ნიშნავს, როდესაც 20%-ი ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანას, რომელიც ოკუპანტის მეზობელია, ეუბნებიან, რომ სანქციები დაუწესე და კიდევ უფრო ღრმა კონფრონტაციაში შედი," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები