10 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
ირაკლი კირცხალია "დესტრუქციულ ოპოზიციაზე" - ესენი რომ მარიონეტები არიან, ამას დიდი ხანია ვამხელდით, უბრალოდ ეს ყველაფერი საჯარო წყაროებში გამოვლინდა

"ესენი რომ მარიონეტები არიან, ამას დიდი ხანია ვამხელდით, უბრალოდ ეს ყველაფერი საჯარო წყაროებში გამოვლინდა," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი კირცხალიამ "დესტრუქციულ ოპოზიციასთან" დაკავშირებით გააკეთა.

მისივე განცხადებით, "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში დღის წესრიგს ვერ ქმნის და ამიტომ მოქმედებს გარე ლობისტების დახმარებით.

"როდესაც "კოლექტიური ნაცმოძრაობა" ვერ ქმნის ვერანაირ დღის წესრიგს თავის ქვეყანაში, პირდაპირ მიბმულები არიან გარე ლობისტებზე ევროპარლამენტში თუ აშშ-ში და მათი ნარატივებით იმართებიან. მეტსაც გეტყვით - არამხოლოდ დავალებებს იღებენ, ლობისტური ჯგუფის ზოგიერთი წევრი პირდაპირ წინასაარჩევნო მოწოდებებს აკეთებს ევროპარლამენტის დარბაზიდან, კონგრესიდან თუ სენატიდან. ესენი რომ მარიონეტები არიან, ამას დიდი ხანია ვამხელდით, უბრალოდ ეს ყველაფერი საჯარო წყაროებში გამოვლინდა. კოლექტიურად, თავიანთ ლობისტებთან ერთად დაკავებული არიან დესტრუქციით, არეულობის დაანონსებით, წინასაარჩევნო დესტრუქციის და არეულობის მაქსიმალურად შემოსატანად," - აცხადებს ირაკლი კირცხალია.

დღის ამბები