10 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
ამ ბანერებში არაფერია ახალი, დარწმუნებული ვართ კიდევ უფრო შორს წავლენ, მაგრამ ეს ვერ შეაჩერებს ქვეყნის ევროპულ განვითარებას - თეონა აქუბარდია

ახალ ბანერებთან დაკავშირებით, რომელიც თბილისის ქუჩებში დღეს დილით გამოჩნდა და სადაც ოპოზიციის ლიდერების ფოტოებია გამოსახული, კრიტიკული შეფასებები კეთდება ოპოზიციურ სპექტრში.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ბანერები ზიზღის ენის შემცველია.

პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", თამარ კორძაია ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები იყო წინა არჩევნების დროსაც. 

"ეს ბანერები მათ განათავსეს 2018 წელს, 2020-ში და ზიზღის კამპანიას თუ ვინმე აწარმოებს, თვითონ აწარმოებენ," - აღნიშნა თამარ კორძაიამ.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ბანერებში ახალი არაფერი არ არის.  

"ამ ბანერებში არაფერი ახალი არ არის, უბრალოდ, სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან. ამიტომ, დარწმუნებული ვართ, რომ მათი ემოციური მდგომარეობა კიდევ დამძიმდება და კიდევ უფრო შორს წავლენ, მაგრამ ეს ვერ შეაჩერებს ამ ქვეყნის ევროპულ განვითარებას," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

დღის ამბები