10 ოქტომბერი 2024,   21:07
ვრცლად
"ძალიან სასიხარულოა, როდესაც ამდენი გულანთებული ახალგაზრდა დაინტერესებულია სპორტით, მიხარია, რომ ამის მაგალითი ვართ მე, გენო და ყველა ჩვენი თაობა, ვინც წარმატებას მივაღწიეთ" - ლაშა ტალახაძე

"ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. ოზურგეთში შეხვედრა ახალგაზრდებთან და სპორტსმენებთან გაიმართა. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი, რომლებიც "ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულში არიან, ოზურგეთში "ქართული ოცნების“ გურიის დელეგატთან და პარლამენტის წევრებთან ერთად, მათ განათლებისა და სპორტის მიმართულებით მიმდინარე პროგრამებსა და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრნენ.

"ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, როდესაც ამდენი გულანთებული ახალგაზრდა დაინტერესებულია სპორტით. მიხარია, რომ ამის მაგალითი ვართ მე, გენო და ყველა ჩვენი თაობა, ვინც წარმატებას მივაღწიეთ. მინდა თითოეულ მათგანს იგივე გზის გავლა ვუსურვო, რაც ჩვენ გავიარეთ. აქაურ მუნიციპალიტეტს მინდა მადლობა ვუთხრა დღევანდელი, ასეთი გულთბილი შეხვედრისთვის,"- აცხადებს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე.

დღის ამბები