10 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
2024 წლის 9 თვეში, მგზავრთნაკადი ქვეყანაში 26 პროცენტით გაიზარდა - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

2024 წლის 9 თვეში, მგზავრთნაკადი ქვეყანაში 26 პროცენტით გაიზარდა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის იანვრიდან სექტემბრამდე საქართველოს აეროპორტები 5 მილიონ 687 ათას მგზავრს მოემსახურა.

2024 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 53 ავიაკომპანია 104 საჰაერო ხაზზე ოპერირებს. 9 თვის განმავლობაში, ჯამში 24 ათას 348 ავიარეისი შესრულდა.

დღის ამბები