10 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
ლონდონში, უკრაინის პრეზიდენტის, ბრიტანეთის პრემიერისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა შედგა

ლონდონში, უკრაინის პრეზიდენტის, ბრიტანეთის პრემიერისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა შედგა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კირ სტარმერმა და მარკ რუტემ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციაზე, ომში უკრაინის იმ ზალისხმევაზე ისაუბრეს, რომელიც სამართლიანი მშვიდობის დამყარების საფუძველს შექმნის. მედიის ცნობით, განხილვის საგანი ასევე უკრაინისთვის დასავლეთის მიერ გადაცემული იარაღით რუსეთის შიდა სამიზნეებზე დარტყმის ნებართვების გაცემა და ნატოს მომავალი ბირთვული იარაღის გამოყენების სწავლებები იყო, რომელიც ერთ კვირაში დაიწყება.

დღის ამბები