"მათ ასევე გვითხრეს ევროპარლამენტის გამოყენებით, რომ უნდა გავათავისუფლოთ თურმე მკვლელი სააკაშვილი, მწამებელი სისტემის შემქმნელი, ამის პარალელურად, თურმე უნდა დავასანქციროთ ბიძინა ივანიშვილი - მეცენატი, ქველმოქმედი, მშვიდობის გარანტი ამ ქვეყნის. წარმოუდგენელია ეს მეგობრებო, ეს არის წარმოუდგენელი უსამართლობა და ამას ქართველი კაცი, ქართველი ქალი, არასდროს შეეგუება!" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბათუმში, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით ამოსვლისას განაცხადა.
"გუშინ, ევროპარლამენტის სახელით, მეოთხე, უკვე გაცვეთილ-გაუფასურებული რეზოლუციით გვითხრეს, რომ ჩვენ ეკონომიკა წინ კი არ უნდა წავიყვანოთ თურმე, არამედ, უნდა ჩამოვაქციოთ - უნდა დავუწესოთ რუსეთს სანქციები, რაც დააზიანებს რუსეთს მაქსიმუმ 0.3 %-ით, ხოლო, საქართველოს ეკონომიკას, მინიმუმ 12%-ით, რაც ორჯერ უარესია, რაც პანდემიის პერიოდში. ე.ი. ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენ კი არ უნდა იზრუნოთ ეკონომიკის განვითარებაზე, არამედ, უნდა ჩამოაქციოთ თქვენი ეკონომიკა.
მესამე წელია, მეგობრებო წვალობენ და როგორც იქნა, სათქმელი პირდაპირ თქვეს. ხომ გახსოვთ, როდესაც ამბობდნენ, რომ არა, ჩვენ არ ვითხოვთ სანქციების დაწესებას - სწორედ ეს არის მიზანი და ქართველი ხალხი, ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, მათ არ აინტერესებთ, არამედ, საქართველოს გამოყენება აინტერესებთ მათი ინტერესებისათვის. მათ ასევე გვითხრეს ევროპარლამენტის გამოყენებით, რომ უნდა გავათავისუფლოთ თურმე მკვლელი სააკაშვილი, მწამებელი სისტემის შემქმნელი, ამის პარალელურად, თურმე უნდა დავასანქციროთ ბიძინა ივანიშვილი - მეცენატი, ქველმოქმედი, მშვიდობის გარანტი ამ ქვეყნის. წარმოუდგენელია ეს მეგობრებო, ეს არის წარმოუდგენელი უსამართლობა და ამას ქართველი კაცი, ქართველი ქალი, არასდროს შეეგუება!
ასევე გვითხრეს, რომ თურმე, უნდა გავაუქმოთ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონი და მომავალი თაობები უნდა გავწიროთ ამ პროპაგანდისათვის. უნდა გავაუქმოთ თურმე კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რათა ვერასდროს გავიგოთ, ვინ დააფინანსებს ამ, ქვეყანაში აგენტურას, ომის და ლგბტ პროპაგანდას, ეკლესიის სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების, ასევე ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.