02 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
"ცენტრალური საარჩევნო კომისია საგანგებო თემაა ახლა, ყველა მიმართულებით არის მასზე შეტევა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან" - გია ვოლსკი

"ნაცმოძრაობის, რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი წარმომადგენელი, შეიძლება ვერ გააყალბებს, მაგრამ შეუძლია ისეთი საბოტაჟი მოუწყოს ჩვენს ქვეყანას, როგორიც არაერთხელ ვიხილეთ", - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშს ეხმაურება.

გია ვოლსკის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ახლა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან შეტევის ობიექტია. 

"ცენტრალური საარჩევნო კომისია საგანგებო თემაა ახლა. ყველა მიმართულებით არის მასზე შეტევა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რათა წარმოაჩინონ ადამიანთა ეს ჯგუფი, მთლიანად კომისია, როგორც "ქართული ოცნების" მომხრე და მისი პოლიტიკური იდეების მატარებელი, რაც არათუ რეალობას არ შეესაბამება, არამედ მტკნარი ტყუილია და უნამუსობაა. პრობლემა ის არის, რომ ნაცმოძრაობის, რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი წარმომადგენელი, შეიძლება ვერ გააყალბებს, მაგრამ შეუძლია ისეთი საბოტაჟი მოუწყოს ჩვენს ქვეყანას, როგორიც არაერთხელ ვიხილეთ," - აცხადებს გია ვოლსკი.

დღის ამბები