30 დეკემბერი 2024,   18:29
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა თავისი საპრეზიდენტო ვადა უნდა დაასრულოს არა ვადის ამოწურვით არამედ იმპიჩმენტით - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრი დავით მათიკაშვილი “დღის კურიერის“ ეთერში სალომე ზურაბიშვილზე საუბრობს.

მისი თქმით, კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი ვადის ამოწურვით არ უნდა ასრულებდეს საპრეზიდენტო ვადას, არამედ იმპიჩმენტით.

“სალომე ზურაბიშვილი არის ყოველგვარ ზღვარს გაცდენილი, რომელიც არღვევს კონსტიტუციას. ის ზეპარტიული ლიდერის ნაცვლად წარმოადგენს ჩვეულებრივ რიგით ოპოზიციონერს. იგი პრეზიდენტის სასახლეს უთმობს, რადიკალ ოპოზიციონერებს რაღაც თავიანთი მიზნების განხორციელებისთვის.

ეს მძიმე საყურებელია და ამაზრზენია, სალომე ზურაბიშვილმა თავისი საპრეზიდენტო ვადა უნდა დაასრულოს არა ვადის ამოწურვით, არამედ იმპიჩმენტით. კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი მიიღებს საკადრის პასუხს,“- აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები