16 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
“აქვთ სურვილი, რომ ქვეყანაში დაძაბონ ვითარება და სიტუაცია, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ყველა მიმართულებით“ - კახა კალაძე

აქვთ სურვილი, რომ ქვეყანაში დაძაბონ ვითარება და სიტუაცია, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ყველა მიმართულებით, - ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა. მისი თქმით, ოპოზიციას შანსი არ აქვთ, რომ დემოკრატიული გზით, ხალხის მხარდაჭერით მოიგონ არჩევნები.

"ჩვენ ისეთ ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე, ყველაფრის მკადრებლები არიან, ყველაფერზე წამსვლელები არიან. შესაბამისად, ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი ყურადღება ჩვენს შესაბამის სტრუქტურებს, შესაბამის სამსახურებს და ხალხს და საზოგადოებას. იმიტომ რომ არჩევნები წაგებული აქვთ, იციან რომ არანაირი რესურსი, არანაირი შანსი და შესაძლებლობა არ გააჩნიათ, რომ არჩევნები დემოკრატიული გზით, ხალხის მხარდაჭერით მოიგონ და ამგვარი ქმედებები და პროვოკაციებით, აქვთ სურვილი, რომ ქვეყანაში დაძაბონ ვითარება და სიტუაცია, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ყველა მიმართულებით,“ - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები