16 ნოემბერი 2024,   23:57
ვრცლად
"ადამიანს, რომელსაც 18 წლიანი ციხე ემუქრება, შედის ქვეყანაში და რისკავს თავის თავისუფლებას, ე.ი. ეს რისკი მას რაღაცად უღირდა“ - შალვა პაპუაშვილი

დარჩო ხეჩუაშვილი, რომელსაც გარანტირებულად 18-წლიანი ციხე ემუქრება, ქვეყანაში ჩუმად შედის და რისკავს საკუთარ თავისუფლებას, ე.ი. რაღაცად უღირდა ეს რისკი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დარჩო ხეჩუაშვილთან იყო რაღაც გარიგება, ან დავალება, რადგან საქართველოში ჩამოსვლა 18-წლიან ციხედ უღირდა

"ამ ადამიანის წინააღმდეგ 18 წლიანი სასჯელი აქვს გამოტანილი სასამართლოს. ეს ადამიანი ტყე-ტყე შემოვიდა საქართველოში და აქაც იმარჯვა ჩვენმა უსაფრთხოების სისტემამ და დააკავეს ის. წარმოგიდგენიათ ადამიანს, რომელსაც 18 წლიანი ციხე ემუქრება, შედის ქვეყანაში და რისკავს თავის თავისუფლებას. ესე იგი ეს რისკი მას რაღაცად უღირდა 18 წლიან ციხედ. პირველი ჩვენება მან უკვე მისცა. თავის დროზე, არჩევნებამდე სამი დღით, როდესაც მოხდა თავდასხმა ერთ-ერთ პოლიტიკოსზე, რომ ამ პოლიტიკოსზე თვალთვალი მას ნაბრძანები ჰქონდა მიხეილ სააკაშვილისგან და კიდევ ერთხელ, კრიმინალურ ისტორიაში გამოჩნდა გია ლორთქიფანიძე.

როგორც ჩანს, ასეთი ბნელი საქმეების მთავარი დამგეგმავი საქართველოში არის უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე. ჩვენ მეგობრობაზე ვსაუბრობთ, დახმარებაზე, გვერდში დგომაზე და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, რაღაც პერიოდულობით აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ თურმე ჩართული არიან საქართველოს დესტაბილიზაციაში. სირცხვილია ეს მდგომარეობა, ვნახოთ, რას აჩვენებს შემდეგი გამოძიება,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები