21 დეკემბერი 2024,   15:58
ვრცლად
კარს უკან, ჩუმად, ჩურჩულით, რაღაც კაბინეტში უნდა გადაწყდეს და ა.შ. არ მიგვაჩნია სწორად, არის არჩევნები, არჩევნებს მოიგებს ხალხი და ძალიან დემოკრატიულად პროდასავლური პარტიები დააკომპლექტებენ ხელისუფლებას - ლევან ხაბეიშვილი

13 დღე ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ მოვლენამდე და პრეზიდენტის ულტიმატუმი ქარტიაზე ხელმომწერ ოპოზიციას - სალომე ზურაბიშვილი არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობის და პრემიერობის კანდიდატის დასახელებას გეგმავს - მას კი, ვისაც პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება არ მოსწონს, ხელმოწერის უკან წაღება მოუწევს.

კოალიცია “ცვლილებებისთვის“, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, “ლელო - ძლიერი საქართველო“ და “გახარია საქართველოსთვის“ - პრეზიდენტის ქარტიას ოპოზიციის დიდი ნაწილი უერთდება, თუმცა ძირითადი ლოკომოტივი ეს 4 პარტიაა.

“არჩევნებამდე ჩვენი მთავარი ამოცანა არის “ქართული ოცნების“ დამარცხება, შესაბამისად, ჩვენი მთელი ყურადღება არის მიმართული იმაზე, რომ დავამარცხოთ “ქართული ოცნება“ და მხოლოდ “ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ნებისმიერი დისკუსიის გამართვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ მივიღოთ ქართველი ხალხისაგან ნდობის მანდატი და ყველა ის ძალა, რომელიც მიიღებს ქართველი ხალხისაგან შესაბამის ნდობის მანდატს, ცხადია, რომ ქარტიის ფარგლებში გავაგრძელებთ ჩვენ დისკუსიას,“ - განაცხადა კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა საბა ბუაძემ.

პლატფორმა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას პროდასავლური პარტიები დემოკრატიულად არჩევნების მოგების შემდეგ დააკომპლექტებენ.

“კარს უკან, ჩუმად, ჩურჩულით, რაღაც კაბინეტში უნდა გადაწყდეს და ა.შ. არ მიგვაჩნია სწორად. არის არჩევნები, ამ არჩევნებს მოიგებს ხალხი და შესაბამისად, ძალიან დემოკრატიულად პროდასავლური პარტიები დააკომპლექტებენ ხელისუფლებას. ჩვენ ქარტიაზე ხელი გვაქვს მოწერილი, ამ სულისკვეთებას ვიზიარებთ, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ რაღაცა ჩურჩულები ხალხის ზურგს უკან, რაღაცა კონკრეტული გადაწყვეტილებები და კონსულტაციები ხალხისთვის არის გაუგებარი,“ - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები