11 ნოემბერი 2024,   05:15
ვრცლად
სვეტიცხოვლობის სადღესასწაულო წირვას მცხეთაში პრემიერი, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ტაძრებში სადღესასწაულო წირვა სრულდება. განსაკუთრებული ხალხმრავლობაა მცხეთაში.

სვეტიცხოვლის დიდ საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია ამ წუთებში მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ ადგილზე მივიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ასევე ღვთისმსახურებას ესწრებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სვეტიცხოვლის ტაძარში ასევე იმყოფება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები.

 

დღის ამბები