14 ოქტომბერი 2024,   16:59
ვრცლად
"დღევანდელი შეხვედრა არ იქნება მარტივი, თუმცა მჯერა ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ" - კახა კალაძე

დღევანდელი შეხვედრა არ იქნება მარტივი, თუმცა მჯერა, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ნაკრების სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, დღევანდელი გამარჯვება პრინციპულად მნიშვნელოვანია.

"დღევანდელი შეხვედრა არ იქნება მარტივი, თუმცა მჯერა - ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენი სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, დღევანდელი გამარჯვება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ყველანაირი პირობა არის იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა აჩვენოს ლამაზი ფეხბურთი.

მიხეილ მესხის სტადიონი "დინამო არენასთან" შედარებით პატარაა და უფრო ნაკლებ მაყურებელს იტევს. უამრავს ადამიანს აქვს სურვილი, რომ უქომაგოს ჩვენს ბიჭებს. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა დიდ ეკრანზე უყუროს ფეხბურთს, უგულშემატკივროს ბიჭებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წარმატებები ვუსურვო ეროვნულ ნაკრებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები