21 დეკემბერი 2024,   16:27
ვრცლად
მთელი ჩვენი ქვეყნისთვის უზარმაზარი დღესასწაულია უზარმაზარი მნიშვნელობის - მიხეილ სარჯველაძე მთავრობის წევრებთან ერთად სვეტიცხოველში საზეიმო წირვას დაესწრო

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ტაძრებში წირვა-ლოცვა დილიდან შესრულდა. განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო მცხეთაში.

სვეტიცხოვლის დიდ საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია პატრიარქის მოსაყდრემ აღავლინა. მიტროპოლიტმა შიომ მრევლს ქადაგებითაც მიმართა.

სვეტიცხოველში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და სხვა პოლიტიკოსები. 

წირვა-ლოცვის დასრულების შემდგომ პრემიერ-მინისტრმა სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში სიმბოლურად ნეკერჩხლის ხე დარგო.

"მთელ საქართველოს ვულოცავ ამ დიდ დღესასწაულს, მთელი ჩვენი ქვეყნისთვის უზარმაზარი დღესასწაულია უზარმაზარი მნიშვნელობის და მინდა, რომ ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო დღევანდელ დღეს ჩვენს ქვეყანას, მთელ საქართველოს. წარმატების მომტანი ყოფილიყოს დღევანდელი დღის მადლი ჩვენი ქვეყნისთვის და გვფარავდეს უფალი", - აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები