15 ოქტომბერი 2024,   16:22
ვრცლად
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა-კრწანისის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა - კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა, კრწანისის რაიონის გამგებელ - ბექა მიქაუტაძესთან და ამავე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ - ლევან ჯაფარიძესთან ერთად, კრწანისის რაიონში, კრწანისის ქუჩა N16-ში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.


შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ “ქართული ოცნების“ ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. დავით კაჭარავამ მოისმინა აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები და ისაუბრა მათი გადაჭრის გზებზე.

დღის ამბები