“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, ვაზისუბანსა და ელიაზე მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე დელეგატმა მოქალაქეებს “ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო და ისანში დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.
“შეხვედრები მეგობრული და კეთილგანწყობილი იყო. ამ ადამიანებისათვის აქტუალური საკითხები ჩემთვის უცხო არ არის, რადგან მეც აქ დავიბადე, გავიზარდე და დღესაც აქ ვცხოვრობ. შევთანხმდით, რომ 26 ოქტომბერს “ქართული ოცნების“ გამარჯვება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის და რაც მთავარია, მშვიდობის შენარჩუნებისთვის“,- განაცხადა ნიკა ელისაშვილმა.