26 ოქტომბერი 2024,   15:28
ვრცლად
“დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე იქნება ძალიან წარმატებული ჩვენი გუნდისთვის“ - ნინო ლაცაბიძე

რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა. ნინო ლაცაბიძე დარწმუნებულია, რომ დღევანდელი დღე “ქართული ოცნებისთვის“ წარმატებული იქნება.

“დარწმუნებული ვარ, დღეს თითოეულ მოქალაქეს კარგად ესმის, რომ დღევანდელი დღე ჩვენი ქალაქებისთვის, სოფლებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი. მე ხმა მივეცი სტაბილური ვითარების შესაძლებლობას, რაც გვაქვს ჩვენს ქალაქში უკვე რამდენიმე წელია. ხმა მივეცი ჩვენი შვილების უკეთეს მომავალს.

რუსთავში საარჩევნო პროცესი ძალიან სწრაფად მიდის, რაც ამ წუთებში ინფორმაცია გვაქვს. გვქონდა ძალიან აქტიური საარჩევნო კამპანია და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე იქნება ძალიან წარმატებული ჩვენი გუნდისთვის,“ - აცხადებს ნინო ლაცაბიძემ.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები